ბოლო ორი დღეა კრიპტოვალუტების კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა.
გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 95 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 101 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 92 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 101 დოლარზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 136 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 83 დოლარამდე დაიკლოს.
ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ როგორც კი ეთერიუმის ფასი 103 დოლარს გადასცდება მაშინ დაიწყონ ვაჭრობა.
რაც შეეხება ლაიტკოინს: ამჟამად, ლაიტკონის ფასი 31 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 29 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 30 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 28 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 30 დოლარზე დაიხურა.
ლაიტკოინის კურსმა 29 დოლარის ზღვარი გადალახა. ამიტომ ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას რეკომენდირებენ.