18 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1352

18 დეკემბერს ციფრული ვალუტების ბაზრები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

გუშინ ბიტკოინის ფასმა 3.500-დან 3.701 დოლარამდე მოიმატა. დღევანდელი მონაცემებით, კი კრიპტოვალუტის კურსი 3.895 დოლარამდე მერყეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 10%-ზე ცოტა მეტით მოიმატა. ბიტკოინის კაპიტალიზაცია კი დაახლოებით სამი მილიარდი დოლარით გაიზარდა და 64 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რიპლის: ბიტკოინის კურსის მსგავსად რიპლის კურსიც საგრძობლად გაუმჯობესდა. 18 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა 0.35 დოლარს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით კი, რიპლის ფასის ნიშნული 0.38 დოლარზე არის დაფიქსირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 14.90%-ით არის გაუმჯობესებეული. ფასის ზრდასთან ერთად გაიზარდა კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც და დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 113 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი