14 ოქტომბერს ბიტკოინის კურსი წლის განმავლობაში მესამედ დაეცა. კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 6.000 დოლარის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა.
ბიტკოინი
14 ნოემბერს ბიტკოინის კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 5.737 დოლარზე დაფიქსირდა. მომდევნო დღეების განმავლობაში კურსი უფრო ქვევით და ქვევით მიდიოდა. საბოლოოდ კი ბიტკოინის ფასი 5.450 დოლარამდეც კი შემცირდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კრიპტოვალუტა ცდილობდა ფასის გამყარებას და როგორმე 6.000 დოლარის ნიშნულთან დაბრუნებას.
თუკი ბიტკოინი მოახერხებს და 5.900 დოლარის დონეს მიაღწევს ეს იქნება პირველი პოზიტიური ნიშანი. ფასის ზრდის ტენდენციად კი შეიძლება მიჩნეული იქნას პოზიცია, როდესაც ციფრული ვალუტა 5.900-სა და 6.075 დოლარს შორის იმოძრავებს. ფასის ზრდის მყარი ტენდენცია იქნება, როდესაც ბიტკოინის კურსი 6.832 დოლარს მიაღწევს.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.
რიპლი
რიპლის ფასი 0.40 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს პოზიციებს.
თუკი კრიპტოვალუტა ფასის ზრდას დაიწყებს მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსი 0.56 დოლარამდე გაიზარდოს, ხოლო თუ ზრდის ტენდენცია მყარი იქნება მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 0.62 დოლარამდე მოიმატებს.
რიპლის კურსის შემცირების მაჩვენებელი იქნება, როდესაც ალტკოინის ფასი 0.37 დოლარაზე დაეცემა. ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა 0.24 დოლარის პოზიციაზეც კი აღმოჩნდეს.
ეთერიუმი
ეთერიუმი ცდილობს 165 დოლარის ნიშნული შეინარჩუნოს. თუმცა 19 ნოემბერს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით ალტკოინის ფასი 155 დოლარამდეც კი ჩამოვიდა. თუკი კრიპტოვალუტამ კლება განაგრძო მომდევნო ფასის ნიშნული 136 დოლარი იქნება.
თუმცა, თუ ეთერიუმი ფასის მომატებას შეძლებს კრიპტოვალუტა 188 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდება.
ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას იქამდე არ უჩევენ სანამ ალტკოინი კურსის ზრდას არ დაიწყებს.
ლაიტკოინი
სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად შემცირდა ლაიტკოინის კურსიც. ალტკოინის ფასი 40 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი 40 დოლარის ზღვარს ჩამოსცდა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება 32 დოლარამდე შემცირდეს.
ლაიტკოინის ფასის აღდგენის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ციფრული ვალუტა 50 დოლარის ნიშნულს მიუხლოვდება.
მონერო
15 ნოემბერს მონეროს კურსი პირველად ჩამოსცდა 90 დოლარის ნიშნულს.
იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინმა ფასის კლება განაგრძო მოსალოდნელია, რომ კურსი 81 დოლარამდე შემცირდეს. ფასის ზრდის შემთხვევაში მონეროს კურსი 100 დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ დააკვირდნენ ფასების კონფიგურაციას და მხოლოდ კურსის მომატების დროს განახორციელონ ვაჭრობა.