MUFG საკუთარ ციფრულ ვალუტას 2019 წელს გამოუშვებს

0
1801

იაპონიის ბანკების ჰოლდინგი და საფინანსო მომსახურების კომპანია Mitsubishi UFJ Financial Group იგივე MUFG, სიდიდის მიხედვით მეხუთე ბანკია მსოფლიოში.

MUFG-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის, MUFG Coin-ის პრაქტიკული გამოყენება 2019 წლის მანძილზე მოხდება.

ეს ინფორმაცია იაპონურ მედიასთან საუბრის დროს ახლადდანიშნულმა MUFG-ის პრეზიდენტმა კანესტსიგუ მაიკმა დაადასტურა.

MUFG-ი არის იაპონიის ყველაზე დიდი ფინანსური კომპანია. კომპანიამ შექმნა Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტა, რომელიც 1:1 შეფარდებით არის იაპონური იენის ექვივალენტი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2017 წლიდან მოყოლებული კომპანიის დაახლოებით 1.500 თანამშრომელი მონაწილეობდა MUFG Coin-ის შექმნაში.

“მინდა უპრეცედენტო რამ შევთავაზო ჩვენს მომხმარებელს. ეს არის ახალი ეკონომიკური ღირებულება”,- განაცხადა MUFG-ის პრეზიდენტმა კანესტსიგუ მაიკმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Mitsubishi UFJ Financial Group-ი კრიპტოვალუტის ტესტირების პროცესში იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გეგმების შემუშავება ბანკმა 2016 წლიდან დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი