ბოლო კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტების კურსები მეტნაკლებად გამყარდა. ანალიტიკოსები 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსის მკვეთრ მატებას ვარაუდობენ.
ბიტკოინი
ბიტკოინის კურსმა ოქტომბრის ბოლოს 6.212 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა ამის მერე ფასებმა გამყარება და მატება დაიწყო. თუკი ბიტკოინი კურსის მატებას გააგრძელებს მოსალოდნელია, რომ ფასმა 6.831 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი 6.831 დოლარს მიაღწევს მოსალოდნელია, რომ ციფრული ვალუტის კურსი ჯერ 7.400-ზე, ხოლო შემდეგ კი 8.400 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდეს.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი 6.200 დოლარის ქვემოთ ჩამოვა მოსალოდნელია, რომ ფასი 6.075-სა და 5.900 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
ფასის კლების შემთხვევაში ანალიტიკოსები ტრეიდერებს 5.900 დოლარზე ურჩევენ ვაჭრობის შეწყვეტას.
ეთერიუმი
31 ოქტომბერს ეთერიუმის კურსი 188 დოლარამდე დაეცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასმა ზრდა დაიწყო. თუკი ალტკოინი ზრდას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასმა 249 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.
ეთერიუმის ზრდის ტენდენცია იქნება მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 250 დოლარის ნიშნულს გადასცდება. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი 250-ზე დაფიქსირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 322 დოლარამდეც კი გაიზარდოს.
კლების ტენდენციის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის კურსი ჯერ 188-ზე, ხოლო შემდეგ 167 დოლარამდე დაეცეს.
ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ ეთერიუმის კურსის მატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.
რიპლი
რიპლის კურსი ბოლო პერიოდია გამყარდა. თუკი კრიპტოვალუტის კურსი 0.55 დოლარს მიაღწევს მოსალოდნელია, რომ ფასი 0.62 დოლარამდე გაიზარდოს.
რიპლის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს, როდესაც ალტკოინის ფასი 0.39-სა და 0.37 დოლარს შორის დაიწყებს მერყეობას.
ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.
ბიტკოინ Cash-ი
ბიტკოინ Cash-ის კურსმა გუშინ წინ საკმაო ზრდა აჩვენა. კრიპტოვალუტის კურსმა 21%-ით მოიმატა. ამჟამდ, კრიპტოვალუტის ფასი 552 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელია, რომ ფასმა 600 დოლარის ნიშნული დაიკავოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელია, რომ ფასმა 400 დოლარის ფარგლებში იმერყეოს.
ასეთ დროს ტრეიდერებმა ვაჭრობა 400 დოლარის ფარგლებში უნდა შეწყვიტონ.
ლაიტკოინი
ლაიტკოინის კურსს 49 დოლარზე აქვს მხარდაჭერა. თუმცა ამ ეტაპისთვის ფასი მომატებულია. ახლა ალტკოინის ფასი 53 დოლარს შეადგენს. თუკი ლაიტკოინი ფასის მატებას შეძლებს მოსალოდნელია, რომ ფასმა 69 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.
ასეთი კონფიგურაციის დროს ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. მატების შემთხვევაში ალტკოინის კურსმა უკვე მომატებული ფასი რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის გამყარების შემდეგ რეკომენდირებენ ვაჭრობას.
თუკი კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 40 დოლარი იქნება.