გერმანიაში გამოკითხულთა 55%-ს კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია აქვს

0
1728

კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის Hesse და Saxony-ის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული გერმანელი ახალგაზრდების მეოთხედზე მეტი მზად არის ინვესტიცია კრიპტოვალუტაში განახორციელოს.

ცენტრი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც თავის მხრივ სახელმწიფო სტრუქტურები უმაგრებს ზურგს. Hesse და Saxony ძირითადად საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვა ინტერნეტ მომხმარებლთა შორის ჩატარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოკითხულ იქნა 1.000 გერმანელი, რომელთა ასაკიც 18-დან 39 წელს შორის მერყეობდა.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 55% აცხადებს, რომ მათ კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია აქვთ, ხოლო 77%, რომელიც ასევე ფლობს ინფორმაციას კრიპტოვალუტის შესახებ, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ციფრულ ვალუტაში ინვესტიციებს არ ახორციელებს.

კითხვაზე, რა აზრის არიან კრიპტოვალუტის რისკ-ფაქტორების შესახებ გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტით ვაჭრობას სარისკო ან ძალიან სარისკო საქმედ მიიჩნევს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოკითხული რესპონდენტები, რომელთა ასაკი 30-დან 39-წლამდე მერყეობდა აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადება სარისკოა, თუმცა 18-დან 29 წლამდე გამოკითხული ახალგაზრდების 28% მზად არის კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში მსგავსი კვლევა ჩილეშიც ჩატარდა. კვლევის თანახმად, ჩილეში გამოკითხული მოქალაქეების 39% კრიპტოვალუტის შესახებ ფლობდა ინფორმაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი