Bithumb-მა უსაფრთხოების სისტემა გაამკაცრა

0
988

სამხრეთ კორეაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Bithumb-მა განაცხადა, რომ მათ სერვისებზე იმ უცხოელ მომხმარებლებს წვდომა აეკრძალებათ, რომლებაც Know Your Customer (KYC) გადამოწმებაზე უარს განაცხადებენ.

მომხმარებლები, რომლებიც სამხრეთ კორეის მოქალაქეები არ არიან და ამავდროულად Bithumb-ით სარგებლობენ, ექვემდებარებიან სავალდებულო მობილურ გადამოწმებას. გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი ამოქმედდება წელს, მაგრამ KYC–ის ახალი მოთხოვნის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის გაცხადებული.

”კორეაში მცხოვრები უცხოელები, რომლებსაც არ შეუძლიათ მობილური ტელეფონებით იდენტიფიკაციის დამუშავება, არ შეუძლიათ ისარგებლონ სერვისით”,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Bithumb–ის KYC–ის მოთხოვნა შეესაბამება ქვეყნის გამკაცრებულ ფულის გათეთრების რეგულაციას.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის თანახმად, ადგილობრივმა კრიპტოვალუტის ბირჟებმა უნდა შეინარჩუნონ ურთიერთობა ადგილობრივ ბანკებთან, რათა უზრუნველყონ რეალური სახელით ვაჭრობა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ეროვნული საგადასახადო სამსახური აძლიერებს ძალისხმევას კრიპტოპოლიტიკის გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი