ანალიტიკოსები: კარდანოსა და TRON-ის ფასები სტაბილურია

0
1545

კარდანოს კურსი მსგავსად სხვა კრიპტოვალუტებისა ბოლო დღეების განმავლობაში შემცირებას განიცდიდა. ანალიტიკოსების აზრით, თუკი კრიპტოვალუტის ფასი 0.060105 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა ეს ფასის კლების ტენდენცია იქნება.

გუშინ, კარდანოზე ვაჭრობა 0.069698 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 0.071464 დოლარი შეადგენდა, ხოლო კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 0.069119 დოლარზე დაფიქსირდა. კარდანოზე ვაჭრობა კი, 0.070867 დოლარზე დაიხურა.

ექსპერტების მოსაზრებით, ტრეიდერები კარდანოს კურსის გამყარებას უნდა დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ეტაპზე კარდანოს კურსი მეტანკლებად სტაბილურია.

რაც შეეხება CoinMarketCap-ის სიის რიგით მე-11 კრიპტოვალუტა TRON-ს, მისი ფასები სხვა ციფრული ვალუტების მსგავსად ბოლო რამდენიმე დღე კლების ტენდენციას აჩვენებდა.

პირველ ნოემბერს TRON-ზე ვაჭრობა 0.022194 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღლი მაჩვენებელი 0.023718 დოლარს შეადგენდა. დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასის მაჩვენებელი კი 0.022112 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი, TRON-ზე ვაჭრობა 0.022575 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით TRON-ი ამ ეტაპზე სტაბილურობას ინარჩუნებს. შესაბამისად, ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი დროა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი