ბიტკოინის ფასმა 50.000 დოლარის დონე გადალახა

0
928

24 დეკემბერს ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს, კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ბიტკოინის ფასი 51.814 დოლარზე დაფიქსირდა.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 45.579-სა და 51.332 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 52.000 დოლარზე აღმოჩნდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინმა ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხა მომდევნო დონე 55.000 დოლარია.

თუკი ბიტკოინის ფასმა დაიკლო შესაძლოა, ფასი კვლავ 50.000 დოლარს ჩამოსცდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 50.806 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 51.814 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 50.514 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 50.822 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 დეკემბერს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 964 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი