ევროკავშირს ციფრული ვალუტის სექტორისთვის 6 ახალი დირექტივა აქვს

0
1389

2020 წლის იანვარში ევროკავშირმა გამოაქვეყნა მეხუთე ბრძანება კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ. ბრძანებულების მიზანია გამჭვირვალობის გაზრდა, თაღლითობის შემცირება და კიბერდანაშაულთან ბრძოლა.

ანალიტიკოსების ნაწილი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალმა კანონმა ციფრული ვალუტის ინდუსტრიას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.

2020 წლის დეკემბერში მთელ მსოფლიოში ამოქმედდება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ექვსი დირექტივა. ევროკავშირის ფარგლებში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, რომ დაიცვას ახალი წესები.

დირექტივები ასე ჟღერს:

1. დირექტივა უფრო ნათლად განსაზღვრავს დანაშაულს და ჯარიმის ოდენობას.

2.ახალი კანონის თანახმად, დირექტივა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს იურიდიულ პირებსა და კომპანიებს, მკაცრი სასჯელებით.

2.ბიზნესი ვალდებული იქნება ითანამშრომლოს სხვა ბიზნესთან ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის დევნაში.

4.ბიზნესს მოეთხოვება დაიცვას მომხმარებლები კიბერდანაშაულისგან და გაუმკლავდეს ტერორიზმის დაფინანსებას.

5.დირექტივა მოიცავს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ფულის გათეთრების აღმოსაფხვრელად.

6.ციფრული ვალუტები რჩება რისკის კატეგორიაში. კრიპტოვალუტა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის გამოწვევებს კვლავ წარმოადგენს.

შეგახსენებთ რომ, 2024 წლისთვის ევროკავშირი კრიპტოვალუტისთვის ახალ რეგულაციებს შემოიღებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი