ოთხშაბათს, 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ბაზარმა შემცირება განიცადა, ფასები სტაბილურად ერთი და იმავე ნიშნულს ინარჩუნებდა.
ბიტკოინის ღირებულება 6.300 დოლარს შეადგენდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი 29-31 ოქტომბრის პერიოდში 6.400-სა და 6.500 დოლარს შორის მერყეობდა.
კვირის განმავლობაში ბიტკოინის შემცირების მაჩვენებელი 1.8%-ს შეადგენს, ხოლო თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსის დანაკარგი 4.65%-ია.
ბოლო დღეების განმავლობაში ეთერიუმის კურსი ისე შემცირდა, რომ 200 დოლარის ზღვარს ჩამოსცდა. თუმცა გუშინ, ალტკოინის ფასი 1.4%-ით გაიზარდა და ღირებულებამ 196 დოლარი შეადგინა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 29 ოქტომბრამდე ეთერიუმის კურსი 200-სა და 210 დოლარს შორის მერყეობდა.
კვირის მანძილზე ეთერიუმის კურსის კლების მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს, ხოლო თვის განმავლობაში ალტკოინის ფასის დანაკარგი 15%-ია.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 203.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.