კატალონია სამთავრობო სტრუქტურაში Blockchain-ს ნერგავს

0
2051

კატალონიის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 24 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალური პრეს-რელიზში წერია, რომ მთავრობამ საჯარო ადმინისტრაციულ საქმიანობაში Blockchain ტექნოლოგიის განხორციელების გეგმა შეიმუშავა.

ესპანეთის ავტონომიური ერთეულის კატალონიის სამთავრობო ინსტიტუტი ხელს შეუწყობს Blockchain ტექნოლოგიას, ციფრული სერვისების გაუმჯობესებას და მოქალაქეთა შორის ამ ტექნოლოგიის დანერგივის წახალისებას.

პრეს-რელიზის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე კატალონიის ციფრული პოლიტიკის დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი და მოქნილი საჯარო ადმინისტრაციის საქმიანობის ყველა სფეროში Blockchain ტექნოლოგიით ოპერირება.

ციფრული პოლიტიკის სტრატეგიის დეპარტამენტი, რომელიც ჩამოყალიბდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ, მიზნად ისახავს Blockchain სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვალში ქვეყნის მმართველი პარტიის იდეა იყო საგადასახადო შეღავათების დაწესება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიას იყენებდნენ. როგორც ცნობილია, შესაბამისი კანონმდებლობის მიღება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი