კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მორიგი გაფრთხილება კრიპტო საზოგადოებას

0
1255

ისრაელში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოვლინა სამი აპლიკაცია, რომლებიც მათი გადმოწერის შემთხვევაში მომხმარებლებს აზიანებს. აპლიკაციების გამოვლენა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კიბერუსაფრთხოების სამსახური კიდევ აგრძელებს მუშაობას, კრიპტო მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით.

უსაფრთხოების ფირმა Intezer Lab-ი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის ფასების მუდმივმა ზრდამ გამოიწვია ჰაკერების გააქტიურება. მავნე პროგრამები ვრცელდებოდა გასული წლის განმავლობაშიც, მაგრამ მათი აღმოჩენა მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში მოხერხდა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ახალი დისტანციური წვდომის პროგრამა, რომელსაც ElectroRAT-ს უწოდებენ, კრიპტოვალუტის ათასობით საფულეზე გამოიყენეს.

განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამი აპლიკაცია გამოვლინდა: Jamm-ი, eTrade და DaoPoker-ი. პირველი ორი არის ყალბი კრიპტო სავაჭრო აპლიკაცია, ხოლო მესამე აზარტულ თამაშებზეა დაფუძნებული.

მკვლევრების აზრით, ამ აპებში დამალულია ElectroRAT-ის მავნე პროგრამა.

”მას აქვს სხვადასხვა შესაძლებლობა, ეკრანის ანაბეჭდების აღებიდან ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთით დასრულებული”,-ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი