ლათინურ ამერიკაში ყველაზე მსხვილმა ელექტრონულმა კომპანიამ, Mercado Livre-მა კრიპტოვალუტების რეკლამების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება აკრძალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercado Livre-ს ახალი პოლიტიკა მოითხოვს, რომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი შინაარსის რეკლამა ვებ-გვერდიდან აღებული იქნას.
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მომხმარებელმა ამ სახის შეტყობინება მიიღო:
“გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ პროდუქციის რეკლამის განთავსება შემდეგ კატეგორიებში:
– კრიპტოვალუტა
– თამაშისთვის წინასწარ გადახდილი ბარათების სისტემა
იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ სარეკლამო პროდუქცია, რომელიც მალე აიკრძალება ჩვენ გირჩევთ, რომ თავად მოახდინოთ ამის დასრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია რეკლამას დაბლოკავს”.
Mercado Livre-მა კი ოფიციალურად განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალი პროდუქტის განთვსება ახალი პოლიტიკის მიხედვით უნდა მოხდეს. რაც შეეხება “ძველ” რეკლამებს, რომლებიც კრიპტოვალუტას ეხებოდა ვებ-გვერდზე ისინი აღარ განთავსდება.
შეხასენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში Google-მა კრიპტოვალუტის რეკლამები აკრძალა.
თუმცა შემოდგომაზე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google-მა ოქტომბერში თავისი სარეკლამო პოლიტიკის განახლება გადაწყვიტა, რაც გულისხმობდა იმას, რომ Google-ის პლატფორმაზე კრიპტობიზნესის რეკლამა კვლავ განთავსდებოდა.