ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა კიმ დონგ-იეონმა დადებითად შეაფასა Blockchain-ის პოტენციალი: “Blockchain-ის ტექნოლოგიამ შესაძლებელია მსოფლიო რევოლუცია მოახდინოს”- განაცხადა მინისტრმა.
ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველთან ზოუ ქსიჩუანთან შეხვედრისას კიმ დინგ-იეონმა ისაუბრა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობის შესახებ”Blockchain-ის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.
სამხრეთ კორეულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიმ დონგ-იეონმა არაერთხელ დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტრო არ გეგმავს შეზღუდოს ან შეაჩეროს ციფრული ვალუტის მოძრაობა.
“Blockchain-ი მნიშვნელოვანი გარღვევაა ტექნოლოგიების სფეროში. ასევე, შესაძლებელია ითქვას, რომ Blockchain-ი არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისი. ღია Blockchain-ის ქსელი კრიპროვალუტისათვის აუცილებელია, როგორც ერთგვარი წახალისება ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ოპერირებენ ქსელში. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ, რაიმე სახის ნეგატიური ქმედება გამოვლინდა სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტას მკაცრ რეგულაციებს დაუწესებს”. -აღნიშნა კიმ დონგ-იეონმა.
იეონმა დადებითი კომენტარები Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის “უხეში შეზღუდევბის” საპირწონედ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ციფრული ვალუტის შესაძლო აკრძალვის შესახებ. თუმცა, ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა, მაგრამ ამან კრიპტოვალუტების მოძრაობა მეტნაკლებად შეამცირა.