Uber-ისა და Adyen-ის გენერალური დირექტორები ბიტკოინზე უარს ამბობენ

0
1092

Adyen– ის აღმასრულებელმა დირექტორმა შეშფოთება გამოთქვა ბიტკოინის არასტაბილურობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი გახდა, გადახდის ერთ-ერთ მეთოდად მათ სისტემაში ბიტკოინი შეიძლებოდა დანერგილიყო ამაზე კი კომპანიამ უარი განაცხადა.

ამის პარალელურად Uber–მა სწრაფად გააუქმა დისკუსიები კრიპტო აქტივის შეძენის შესახებ.

ელექტრონული კომერციის კომპანიები, Adyen-ი Uber-ი Tesla- ს ბიტკოინის კვალს ჯერ არ მიჰყვება. თუმცა მათი მიზეზები განსხვავებულია.

CNBC-ის Squawk Box-თან ინტერვიუში, Uber-ის გენერალურმა დირექტორმა, დარა ხოსროშაჰიმ აღნიშნა, რომ საუბრები ბიტკოინზე ამ ეტაპზე დასრულებულია.

დარა ხოსროშაჰი პასუხობდა კითხვას, გაიზიარებდა თუ არა კომპანია Tesla-ს მაგალითს. აღმასრულებელი დირექტორის პასუხი ასეთია:

”ჩვენ ვიცავთ ჩვენს ფულს უსაფრთხოდ. ჩვენ სპეკულაციების ბიზნესში არ ვართ. კომპანიის დადებითი მხარეა ბიზნეს საქმიანობა და არა ინვესტიციები”.

დარა ხოსროშაჰის კომენტარი საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ ანგარიშებს Uber–ის ფინანსების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს 19 მილიარდ დოლარზე მეტი ნაღდი ფული აქვს და შეძლო ამ თანხების დაახლოებით 7,7% ინვესტიცია ბიტკოინში მოეხდინა, HyperCharts– ის მონაცემებმა აჩვენეს, რომ Uber–ს მხოლოდ 5,6 მილიარდი აშშ დოლარი ჰქონდა ნაღდი ფულის სახით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი