ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ციფრული ვალუტის შექმნაზე აქტიურად საუბრობენ

0
1384

ისლამური რევოლუციური გვარდიის სარდალი, საიდ მუჰამედი ირანის მთავრობას მოუწოდებს, რომ კრიპტოვალუტები ეკონომიკური სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოიყენოს.

”ჩვენ ვითხოვთ სანქციების გადალახვას უფრო დახვეწილი მექანიზმის შექმნით. სანქციების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი გეგმა, რომელიც ციფრული ვალუტის გამოყენების საშუალებას მოგვცემს”,-აღნიშნა საიდ მუჰამედმა.

დეკემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი ციფრული ვალუტის შექმნის იდეას დადებითად აფასებდა.

მალაიზიაში ისლამურ კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის დროს ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა მუსლიმულ ქვეყნებს მოუწოდა გაემყარებინათ ფინანსური და სავაჭრო თანამშრომლობა და შეემცირებინათ ნდობა აშშ დოლართან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტი ამტკიცებდა, აშშ-ს ეკონომიკური სანქციები იყო სხვა ერების მიმართ ბულინგის მთავარი იარაღი. ჰასან როჰანმა მუსულმანურ ქვეყნებს შორის სპეციალური საბანკო და ფინანსური სისტემის დამკვიდრების შესახებ წინადადებაც წამოაყენა.

“მუსლიმურ სამყარომ ზომები უნდა მიიღოს, რათა თავი დააღწიოს შეერთებული შტატების დოლარისა და ამერიკული ფინანსური სისტემის გავლენას”,- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი