ირანის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს კრიპტოვალუტასთან კავშირი აუკრძალა

0
2262

ირანის ცენტრალურმა ბანკმა ადგილობრივ ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობა აუკრძალა. მიზეზად ფულის გათეთრების რისკი სახელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ “როიტერს” განუცხადა:

“ბანკებმა, საკრედიტო ინსტიტუტებმა და სავალუტო ბირჟებმა თავიდან უნდა აიცილონ კრიპტოვალუტის გაყიდვის, შეძენის ან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რაიმე სხვა ქმედება”.

“როიტერის” ინფორმაციის თანახმად, ირანი ოფიციალურად კრძალავს ბანკების გარეთ, სხვა ადგილებში საფინანსო ოპერაციებს, რადგან საფინანსო ხელისუფლება ფიქრობს, რომ ქვეყნის არცთუ ძლიერი საფინანსო ინსტიტუტებს მდგომარეობა ასე უფრო გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ ირანის პოზიცია კრიპტოვალუტის მიმართ განსაკუთრებით საყურადღებო 2018 წლის თებერვალში გახდა, როდესაც ადგილობრივმა მედიამ აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოვალუტას კონტროლი წესდებოდა.

ბანკის მხრიდან კი, კრიპტოვალუტა უაღრესად არასტაბილურ და სარისკო ციფრული აქტივად იყო შეფასებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი