ვიტალიკ ბუტერინი: 2020 წელი ბიტკოინისთვის არც ისე წარმატებულია

0
1392

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა, ბიტკოინი მუდმივად არის სკეპტიკოსებისა თუ ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ადამიანების მსჯელობის საგანი.

ეთერიუმის შემქმნელმა, ვიტალიკ ბუტერინმა სოციალურ ქსელში ბიტკოინის კურსის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი განცხადებით, 2020 წელს ბიტკოინისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.

ამასთანავე, ეთერიუმის თანადამფუძნებლის აზრით, ბიტკოინის შესახებ ყველაზე არაზუსტი ჯონ მაკაფის მოსაზრება აღმოჩნდა. ინვესტორის აზრით, 2020 წელს ბიტკოინის ფასი მილიონ დოლარს მიაღწევდა.

ჯონ მაკაფის განცხადება 2017 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. მაშინ, როცა ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარის ნიშნულს დღითიდღე უახლოვდებოდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ტექნ.-ანალიტიკოსის, ტიმ დრეიპერის პროგნოზიც.

შეგახსენებთ, რომ კრიპტო მედია ქსელ BlockTV– სთან ინტერვიუში ტექ.-ანალიტიკოსმა ტიმ დრეიპერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლამდე საჭიროა ბიტკოინის ფასმა სტაბილური ზრდის ტენდენცია აჩვენოს.

“თუ ჩვენ გავაკეთებთ ტექნიკურ ანალიზს აღმოჩნდება, რომ ექვსი თვის შემდეგ ბიტკოინის კურსი ზრდას დაიწყებს. ამის შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი 250 000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს”,- აღნიშნა ტიმ დრეიპერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი