სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო გუნდი Blockchain პლატფორმას ქმნის

0
1026

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” ქმნის ფეხბურთელებისთვის Blockchain ბარათებს.

რუსეთის ფეხბურთის პრემიერ-ლიგის ჩემპიონი, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” არის კლუბი, რომელიც Blockchain სათამაშო სამყაროში შევიდა.

“ზენიტმა” ხელი მოაწერა ეთერიუმის Blockchain-ზე დაფუძნებულ ფეხბურთის Sorare პლატფორმას.

“ზენიტის” მოთამაშეები შეუერთდებიან 100 სხვა საერთაშორისო საფეხბურთო კლუბს, მათ შორის “იუვენტუსს”, “მადრიდის ატლეტიკოს” და “პარიზ სენ-ჟერმენს”.

Sorare- ის გენერალური დირექტორი ნიკოლას ჯულია ამბობს, რომ პლატფორმა ისწრაფვის შექმნას გლობალური ფეხბურთის Blockchain თამაში, რომელიც მოიცავს მსოფლიოს ტოპ 10 ლიგას.

რაც შეეხება ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირს: UEFA-მ Blockchain-ი უკვე დანერგა.

2018 წლის მაისში, ლიონში გამართულ ევროპალიგის ფინალში ბილეთების 50% Blockchain ტექნოლოგიის მეშვეობით გაიყიდა. სწორედ ამ წარმატებულმა გაყიდვებმა დაარწმუნა UEFA იმაში, რომ ტექნოლოგია საბოლოოდ უნდა დაენერგა.

“UEFA ბილეთების გაყიდვის უფრო მარტივ და უსაფრთხო საშუალებას ეძებს. Blockchain ტექნოლოგიით კი, უზრუნველყოფილია ბილეთების უსაფრთხო შეძენა და თავიდან არის არიდებული ბილეთების დუბლირება”,- აღნიშნული იყო UEFA-ს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი