იულია ტიმოშენკო: Blockchain ტექნოლოგია კორუფციასთან ბრძოლაში უნდა გამოვიყენოთ

0
1713

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც ამჟამად საპრეზიდენტო კამპანიას 2019 წლის მარტის არჩევნებისთვის ატარებს, აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლაში Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს.

ამის შესახებ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

ტიმოშენკომ თავისი Facebook პოსტი საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღეს გამოაქვეყნა. პოსტში ის აღნიშნავდა, რომ თანამედროვე უკრაინა კორუფციაში არის ჩაფლული.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგია საჯარო ადმინისტრირების ეფექტურად მართვაში უნდა დაინერგოს. ტიმოშენკოს აზრით, კორუფციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო რეესტრები Blockchain-ზე უნდა იყოს განთავსებული.

“Blockchain-ი არის სრულყოფილი “ანტიკორუფციული ტექნოლოგია”, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში. იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას კორუფცია საჯარო რეესტრში და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის პირადი მონაცემები, ჩვენ ყველა ადმინისტრაციული სისტემა Blockchain-ზე უნდა გადავიტანოთ”,- განაცხადა ივნისში გამართულ ფორუმზე იულია ტიმოშენკომ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საარჩევნო სისტემაში Blockchain-ის დაინერგვის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საარჩევნო კომისიის წევრმა Facebook პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მუშაობა მიმდინარეობდა NEM-ის Blockchain პილოტზე, რათა არჩევნებში ეს ტექნოლოგია ნელ-ნელა დაინერგილიყო.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტელმაკი კმაყოფილი დარჩა ტექნოლოგიის ტესტირების პროცესით და დაწერა, რომ საარჩევნო სისტემაში Blockchain-ის დატესტვას გააგრძელებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი