კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1297

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზრის გაუმჯობესება დაფიქსირდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსმა მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 7.000 დოლარის ნიშნულს ასცდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინმა ფასის ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მომდევნო სამიზნე დონე 8.000 და შემდეგ უკვე 9.000 დოლარი იქნება.

ამ ნიშნულების მისაღწევად კი მთავარია ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 7.517 დოლარზე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი ფასის დაცემა 6.500 დოლარამდეა მოსალოდნელი.

ამიტომ ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

ეთერიუმი

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაზრდილია. ალტკოინმა 155 დოლარის ნიშნული დასძლია. ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსი 174 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 117 დოლარამდე შემცირდეს.

თუმცა ეთერიუმის ზრდის ტენდენცია თუკი შენარჩუნდა კრიპტოვალუტის მომდევნო დონე 208 დოლარია.

ანალიტიკოსები ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

რიპლი

ამჟამად რიპლის ფასი 0.20 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაზრდილი.

ფასის ასეთი მატება ზრდის ტენდენციის ნიშანია. თუკი რიპლის ფასმა კიდევ მოიმატა მომდევნო სამიზნე დონე 0.25 დოლარი იქნება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასი შემცირდა მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსის მაჩვენებელი 0.15 დოლარამდე ჩამოვიდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მატების დროს ურჩევენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი 250 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. დღევანდელი მონაცემებით კი ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და 260 დოლარის ნიშნულს ასცდა.

ბიტკოინ Cash-ის კურსის კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი. თუკი ფასი მოიმატებს მომდევნო დონე 272 იქნება.

იმ შემთხვევაში კი თუ კურსი დაიკლებს ალკოინის ფასი 222 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

თუმცა ამ ეტაპზე ანალიტიკოსები კურსის კლებას ნაკლებად ელოდებიან.

ლაიტკოინი

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 46 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია განაგრძო მომდევნო დონე 63 დოლარი იქნება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასი შემცირდა მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის კურმა 35 დოლარამდე დაიკლოს.

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლაიტკოინის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას კი მაშინ რეკომენდირებენ, როდესაც ფასი 43 დოლარის ნიშნულს დასძლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი