ეკონომისტი ჯონ ვეზი ბიტკოინის კურსის შემცირებას არ პროგნოზირებს

0
1266

მედიასთან ინტერვიუს დროს ეკონომისტმა ჯონ ვეზმა განაცხადა, რომ ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, თუ შექმნილი კრიზისის დროს როგორი რეაგირება ექნება მთავრობას.

ჯონ ვეზი ასევე ხაზს უსვამს პანდემიის დროს კრიპტოვალუტების ფართომასშტაბიანი გამოყენების მნიშვნელობას.

მოკლევადიან პერიოდში, ჯონ ვეზი ბიტკოინის კურსის დაცემას არ პროგნოზირებს. მისი აზრით, ციფრული ვალუტის ბაზარზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მაგრამ ფასის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი მაინც არ არის.

ეკონომისტი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ პანდემიის დროს ფასები არასტაბილური გახდა. თუმცა ჯონ ვეზი ამ ფონზე ციფრულ ვალუტას უსაფრთხო აქტივად მიიჩნევს.

”უცნაურია ის, რომ აშშ დოლარი განიხილება, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი. ვფიქრობ, რომ ახლა ეს არის ყველაზე ცუდად მართული აქტივი”,- აცხადებს ჯონ ვეზი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ციფრული ვალუტის პლატფორმის, BnkToTheFuture–ის გენერალური დირექტორის, საიმონ დიქსონის კომენტარი.

მისი მოსაზრების თანახმად, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ გლობალურ საფინანსო სისტემას მხოლოდ ბიტკოინი დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი