კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1493

ამ კვირაში ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა.

ბიტკოინი

ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებას ვარაუდობენ. ექსპერტების მოსაზრებით, თუკი ბიტკოინის ფასი გაიზრდება სამიზნე ნიშნული 11.000 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა კვლავ 10.863 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

მეორე მხრივ, თუ ბიტკოინის ფასი შემცირდა მოსალოდნელი დონე 10.625 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინის ფასის მომატებისთანავე დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

კურსის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის სამიზნე ფასი 419 დოლარია. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის ფასი 380-სა და 390 დოლარს შორის მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა კრიპტოვალუტის კურსი შესაძლოა, 366 დოლარზე დაეცეს.

ფასის მატების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ კურსი 400 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რიპლი

რიპლის ფასის ზრდის ნიშნად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც კურსი 0.29 დოლარის პოზიციაზე იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი დავარდება კურსი შესაძლოა, 0.21 დოლარის დონეზე აღმოჩნდეს.

ფასის ზრდის დროს მოსალოდნელია, რომ რიპლი წინააღმდეგობას 025.-სა და 0.30 დოლარს შორის შეხვდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარების შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასის მომატებას ცდილოს. თუკი კრიპტოვალუტამ ეს მოახერხა სამიზნე ნიშნული ლაიტკოინისთვის 58 დოლარია.

თუკი ლაიტკოინის კურსი ამ მაჩვენებელს დასძლევს მომდევნო ნიშნული 63 დოლარი იქნება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასი 39 დოლარზეც კი დაფიქსირდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 230 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუკი ალტკოინის ფასი დაიწევს მაშინ შესაძლოა, ალტკოინის კურსი 260 დოლარზე დაფიქსირდეს.

თუმცა ანალიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ბიტკოინ Cash-ი ზრდას განაახლებს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის დონე 225 დოლარია.

ანალიტიკოსები ფასის მატებისთანავე ვაჭრობას რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი