ანალიტიკოსი ოლივერ ისაკსი: 2019 წლის ბოლოს ბიტკოინის ღირებულება 25.000 დოლარი იქნება

0
1983

კრიპტოვალუტების ფასების ანალიტიკოსი ოლივერ ისაკსი მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ღირებულება 25.000 დოლარი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

“არსებობს მრავალი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და მარეგულირებელი წესები. ამასთანავე, აშშ-სა და ჩინეთს შორის “სავაჭრო ომი” შესაძლოა, ბიძგის მიმცემი იყოს ბიტკოინის ფასისთვის”,- განაცხადა ანალიტიკოსმა ილივერ ისაკსიმ.

ოლივერ ისაკსის განცხადების გარდა, საინტერესოა ტექ.-ანალიტიკოსის ტიმ დრეიპერის მოსაზრებაც. ბოლო დროს გავრცელებული დრეიპერის განცხადების თანახმად, თუკი გიგანტური კორპორაციები კრიპტოვალუტაში ინვესტიციებს განახორციელებდნენ მაშინ ციფრული ვალუტის ფასების მომატება გარდაუვალი იქნებოდა.

ტიმ დრეიპერი მიიჩნევს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიტკოინი სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდება. ის ამტკიცებს, რომ 2023 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარი იქნება.

“მე ვფიქრობ, რომ როდესაც თქვენ რომელიმე კაფეში ყავის შესაკვეთად მიხვალთ და ანგარიშის გასწორების დროს დოლარით გადაიხდით ეს სასაცილო იქნება. მიზეზი კი იქნება ის, რომ თქვენ ბიტკოინს ან რომელიმე სხვა კრიპტოვალუტას არ იყენებთ”,- აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ტიმ დრეიპერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი