საუდის არაბეთის ფინანსთა სამინისტრო ყალბი კრიპტოვალუტების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

0
1601

საუდის არაბეთის ფინანსთა სამინისტრომ ინვესტორები შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ყალბი ციფრული ვალუტების არსებობას.

თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსგავსი კრიპტოვალუტები ქვეყნის გერბს იყენებს, რათა ციფრული ვალუტების რეკლამას ხელი შეუწყოს.

21 აგვისტოს, Arab News–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ ყალბი კრიპტოვალუტების გამომშვები კომპანია დაადგინა.

აღნიშნული კომპანია სინგაპურში არის დაფუძნებული. ასევე დადგინდა, რომ ეს კომპანია ხელს უწყობს ორი ყალბი კრიპტოვალუტის გამოშვებას. ციფრული ვალუტის სახელწოდებები კი ასე ჟღერს: „CryptoRiyal“ და „SmartRiyal“.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საუდის არაბეთის მთავრობა მოსახლებას კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით აფრთხილებს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ციფრული ვალუტით ვაჭრობა არალეგალურ საქმიანობად მიიჩნევა.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუდის არაბეთის მთავრობა მოსახლეობას კრიპტოვალუტით ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. აღნიშნული წინადადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბაზარზე არაავტორიზებული ბირჟების რაოდენობა გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი