სატოში ნაკამოტო 1 მილიონი ბიტკოინის მფლობელია

0
4906

კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემქმნელი, სატოში ნაკამოტო არის კონკრეტული პიროვნება თუ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფის სახელწოდება, ამ დრომდე, უცნობია. ასევე, უცნობია “სატოში ნაკამოტო” ეთნიკურად იაპონელი მამაკაცის სახელი და გვარია, თუ ფსევდონიმი.

21-ე საუკუნის ტექნოლოგიების ისტორიამ აჩვენა, რომ ამა თუ იმ, ტექნოლოგიის შემქმნელები თავიანთი ნაწარმის პრეზენტაციას განსხვავებული ხერხებით ცდილობენ, თუმცა ყველა მათგანს აქვს პრეტენზია, რომ საკუთარი ტექნოლოგიური სიახლით მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს. სატოში ნაკამოტოს შემთხვევაში ასე არ მოხდა.

ერთი მხრივ, ეს შეიძლება აიხსნას იაპონური კულტურის გარკვეული შტრიხებით, როდესაც რაიმე ღირებულებისათვის მსახურება უკვე უდიდესი პატივია და ამისთვის “გმირის” პერსონაჟის შექმნა სრულებით არ არის საჭირო. სახელი სატოში ნაკამოტოს მიღმა ვინც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ იაპონური კულტურის თაყვანისმცემელი ნამდვილად არის. თუმცაღა, შესაძლოა, ბიტკოინის შემქმნელმა ანონიმად დარჩენა ინდივიდუალური მოსაზრებების გამო არჩია. ფული, რომელსაც ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, აშკარა ანარქიზმის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ სრულიად შესაძლებელია სატოში ნაკამოტოს ანონიმად დარჩენა სურდეს და მხოლოდ ფინანსისტების კამათისა თუ ჰიპოთეზების შედეგად გამოწვეულ აურზაურზე ეღიმებოდეს.

2009 წლიდან დღემდე, რამდენიმე ვარაუდი გამოითქვა, თუ ვინ იყო ბიტკოინის შემქმნელი-სატოში ნაკამოტო.

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ამავე სახელი და გვარის ინჟინერი, თუმცა, მან კატეგორიულად უარყო ბიტკოინთან კავშირი.

მეორე მოსაზრების თანახმად, სატოში ნაკამოტო ქრეიგ ვრაითია, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ბიტკოინი თვითონ შექმნა. ფსევდონიმი “სატოში ნაკამოტო” კი, საკუთარ მსოფლმხედველობაზე იაპონური კულტურის ზეგავლენის გამო აირჩია. თუმცაღა, ის იმდენად “ამერიკელად” გამოიყურებოდა, რომ ვრაითის სიტყვების ნამდვილობაში ეჭვი მაშინვე შეიტანეს.

სატოში ნაკამოტოს პიროვნებაზე ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ე.წ. საპირველაპრილო ხუმრობად აირჩია ბიტკოინის შემქმნელად გამოეცხადებინა თავი. დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ თვითონ იყო სატოში ნაკამოტო. ტრამპმა, იქვე, “დაანონსა”, რომ კანონები ფინანსების შესახებ ბიტკოინის სასარგებლოდ შეიცვლებოდა.

თუმცა, ტრამპის ნათქვამი ბიტკოინისთვის ხუმრობა აღმოჩნდა. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჟურნალისტის კითხვას დაექვემდებარება, თუ არა, ბიტკოინი სახელმწიფო რეგულაციებს სარა სანდერსმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკვე, მიმდინარეობს.

ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება თუ ვინ არის სატოში ნაკამოტოს პიროვნება. ფაქტია, რომ ის თანამედროვე ციფრული სამყაროს ყველაზე საინტერესო ადამიანია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატოში ნაკამოტო 1 მილიონი ბიტკოინის მფლობელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი