ბაზელის კომიტეტი კრიპტოვალუტის საკითხს განიხილავს

0
962

ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის შეკრებაზე სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად კრიპტოვალუტაც განიხილეს.

კომიტეტმა განაცხადა, რომ მალე გამოაქვეყნებს მეორე საკონსულტაციო ნაშრომს, რომლის მიზანიც ბანკების მიერ კრიპტოვალუტის შესახებ გაიდლაინების დასრულება იქნება. აღნიშნული გაიდლაინები წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომენტარი Terra-ს ეკოსისტემის ბოლო კოლაფსსაც შეეხებოდა.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ხაზგასმით დაგვანახა, მინიმალურ დონზე გლობალური სისტემის არსებობის მნიშვნელობა კრიპტოვალუტების რისკების შესამცირებლად”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომიტეტმა 2021 წელს დაიწყო ბანკებთან კონსულტაციები, რომელიც კრიპტოვალუტის მოხმარების რისკებს შეეხებოდა.

კომიტეტმა კრიპტოვალუტები ორ ჯგუფად დაჰყო. ერთ ჯგუფს ტოკენიზებული აქტივები და სტაბილკოინები წარმოადგენენ, ხოლო სხვა დანარჩენი მეორე ჯგუფში მოხვდა. მეორე ჯგუფს მიენიჭა 1250% რისკის წონა, რომელიც ყველა კრიპტოვალუტას მოიცავდა.

თუმცა კომიტეტის აღნიშნულმა დაყოფამ გარკვეული უხერხულობა შექმნა და საბანკო ინდუსტრიის ჯგუფების წინააღმდეგობა გამოიწვია.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ბაზელის კომიტეტი შეზღუდული მოთხოვნების პაკეტს ბანკების კრიპტო ჰოლდინგისთვის ამზადებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი