ჩინეთში NFT პლატფორმები ზეწოლას განიცდიან

0
791

ჩინეთის წამყვანმა სოციალური მედიის პლატფორმებმა და ინტერნეტ გიგანტებმა განაახლეს პოლიტიკა NFT პლატფორმების შეზღუდვის ან წაშლის მიზნით.

ამის მიზეზი კი მარეგულირებელი სიცხადის ნაკლებობა და მთავრობის ზეწოლაა.

ჩინურმა სოციალური მედიის გიგანტმა WeChat-მა რამდენიმე ანგარიში წესების დარღვევის გამო წაშალა. წაშლილ პლატფორმებს შორის მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT პროექტი – Xihu No.1.

ასევე სხვა მსგავსვმა პლატფორმა Dongyiyuandian-მა განაცხადა, რომ მისი ოფიციალური აპლიკაცია აიკრძალა.

WhaleTalk-მა, რომელიც ტექნიკური გიგანტი Ant Group-ის მიერაა შექმნილი, ასევე განაახლა თავისი პოლიტიკა NFT-ებით ვაჭრობისთვის.

აღნიშნული ზომების მიღება, საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც NFT პლატფორმებთან დაკავშირებული არალეგალური ტრანზაქციებისა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში NFT ოფიციალურად აკრძალული არ არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი