ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმამ აშშ-ს ეკონომიკა ტრილიონობით დოლარით უნდა დაასტიმულიროს. ამერიკული მედია კი იუწყება, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა, ბიტკოინის ბაზრის ზრდა გამოიწვიოს.
Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, ამერიკელებისთვის 2000 დოლარი გადაეცათ სტიმულირების სახით. რა თქმა უნდა, ეკონომიკის სტიმულირება Covid-19-ის კრიზისთან არის დაკავშირებული.
ეკონომიკური კვლევები ადასტურებს, რომ დღეს კრიზისის დასაძლევად საჭიროა განსაკუთრებული ზომების მიღება. მომავალი პრეზიდენტი ამერიკელებს ასევე შესთავაზებს 3 ტრილიონი დოლარის პაკეტს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ბიტკოინის ფასმა ზრდა დაიწყო. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ეს იქნებოდა ახალი ნახტომი ბიტკონის ფასისათვის და ეს ასეც მოხდა.
ანალიტიკოსებს არგუმენტად მოჰყავდათ 2016 წლის პერიოდი, როდესაც წინა არჩევენების ფონზეც ბიტკოინის კურსმა ზრდა დაიწყო.
შეგახსენებთ რომ, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს ბიტკოინი უბრალოდ არ მოსწონდა. 2019 წლის ივლისში, დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა პოსტი, რომელშიც კატეგორიულად განაცხადა, რომ ის არ იყო ბიტკოინის გულშემატკივარი.