დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს

0
1181

გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური ქცევის ორგანომ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის ინვესტიციების მიმართ.

მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ კრიპტო ინვესტიციები დაკავშირებულია რისკის მაღალ დონესთან. მარეგულირებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინვესტორები მზად უნდა იყვნენ დაკარგონ მთელი ფული კრიპტოვალუტაში ინვესტიციის განხორციელებისას.

რიგი რისკების მითითებით, ფასების არასტაბილურობის, პროდუქტის სირთულისა და საფასურისა და მოსაკრებლების ჩათვლით მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ინვესტორები ციფრულ ვალუტასთან ასოცირებულ რისკებზე ინფორმირებულები უნდა იყვნენ.

”მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ რისკები, განსაზღვრონ მისაღებია თუ არა მათთვის სარისკო საქმეში ინვესტიციების განხორციელება. ამასთანავე, ინვესტორები კრიპტოვალუტის ბირჟების უსაფრთხოებაში დარწმუნებულები უნდა იყვნენ”,-ნათქვამია განცხადებაში.

მარეგულირებელმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტო ინვესტორებს, სავარაუდოდ, არ ექნებათ წვდომა მომხმარებელთა დაცვის ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიცაა ფინანსური ომბუდსმენის სამსახური.

მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი აკმაყოფილებენ ყველა შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნას და ავტორიზებულნი არიან ქვეყნის მარეგულირებლის მიერ.

სააგენტო წერდა, რომ 2021 წლის 10 იანვრიდან გაერთიანებული სამეფოს ბაზაზე არსებული კრიპტოვალუტის ყველა კომპანია ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს. ”რეგისტრაციის გარეშე საქმისწარმოება სისხლის სამართლის დანაშაულია”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი