ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის რეგულაციას ემხრობა

0
2102

ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრმა ვოპკე ჰოეკსტრამ პარლამენტში ოფიციალური წერილი წარადგინა, რომელშიც კრიპტოვალუტის რეულაციაზეა საუბარი. ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის საერთაშრისო დონეზე დარეგულირების მომხრეა.

გარდა რეგულაციისა, ვოპკე ჰოეკსტრას განცხადება მომხმარებელთა დაცვაზეა ორიენტირებული. ამიტომ, ფინანსთა მინისტრს შემოაქვს წინადადება, რომ ადგილობრივი სავაჭრო პლატფორმები და კრიპტოვალუტის მომსახურეობა ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრს ახალი კანონების შემოღება ICO-სთან დაკავშირებითაც სურს.

“მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, არიან თუ არა საკმარისად კარგად დაცულები ინვესტორები, რომლებიც ICO-თი ვაჭრობენ”,- აცხადებს ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი.

ჰოლანდიის ფინანსური ბაზრების უწყებამ, რომელიც აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ექვივალენტია, გასული წლის ნოემბერში ICO-სთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ICO-ს “სახიფათო კოქტეილი” უწოდა. ეს განცხადება მომხმარებლებისთვის სარისკო ფინანსური პროდუქციის რეკლამის აკრძალვას ეხებოდა.

გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ ჰოლანდია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშავებს და ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების და ICO ბაზრების ერთობლივ კვლევას.

მიუხედავად ამისა, ვოპკე ჰოეკსტრამ აღნიშნა, რომ ჰოლანდიაში საკანონმდებლო დონეზე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

“კრიპტოვალუტისთვის ამჟამინდელი საკანონმდებლო სტრუქტურა არასაკმარისად არის მოქნილი,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი