ამერიკული მედია: Libra შესაძლოა, მარეგულირებელ წესებს დაემორჩილოს

0
1349

ამერიკული მედიის ცნობით, კანონმდებლები განიხილავენ ისეთი სახის კანონპროექტს, რომლის მიზანია Facebook–ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის იურისდიქციის ქვეშ მოქცევა.

კანონპროექტის ავტორები არიან ტეხასის შტატის ორი წარმომადგენელი, სილვია გარსია და ლენსი გოდენი.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, Facebook-ს ჯერ კიდევ არ დაუწყია რეგულაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

სილვია გარსია ამბობს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით Libra-სა და სხვა stablecoin-ის შესახებ კითხვები აღარ იქნება.

”ეს კანონმდებლობა უბრალოდ განმარტავს წესებს, რათა მოხდეს ყოველგვარი ორაზროვანი განმარტებების თავიდან მოშორება. ამ ციფრული აქტივების მარეგულირებელ სისტემაში სიცხადის შეტანა მომხმარებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”,- აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, სილვია გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს კონგრესის მოსმენაზე, Facebook–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა კომპანიის ვალდებულების შესახებ.

შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს კომპანია, თუკი Libra-ს ასოციაცია მარეგულირებლის ნებართვის გარეშე დაიწყებს მოქმედებას, მარკ ცუკერბერგის პასუხი ასეთი იყო: ”მაშინ, ჩვენ, იძულებული გავხდებით, რომ ასოციაცია დატოვოთ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი