2019 წელს Wall Street-ის უმსხვილესი კომპანიები კრიპტო სივრცეში გააქტიურდებიან

0
1611

Wall Street-ის უმსხვილესი კომპანიები კრიპტოვალუტის ბიზნესით 2019 წელს უფრო მეტად დაინტერესდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კრიპტო მიმართულებით Goldman Sachs-ის პროგრესი საკმაოდ ნელია. გარდა ამისა, ჯასტინ შმიდტმა, რომელიც არის კომპანიის ციფრული აქტივების განყოფილების ხელმძღვანელი, ნოემბერში განაცხადა, რომ მარეგულირებელმა კომპანიის გეგმები ოდნავ შეზღუდა.

რაც შეეხება Morgan Stanley-ს, კომპანია უკვე მზად არის დაიწყოს Bitcoin Futures-ით ვაჭრობა, თუმცა ჯერ არცერთი კონტრაქტი არ არის დადებული.

Citigroup-სა და Barclays-ს კი ერთნაირი პრობლემები აქვთ. კონკრეტულად, მათ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული მარეგულირებელთან.

შეგახსენებთ, რომ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკლ ნოვოგრაციმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტაში ფულადი სახსრების ინვესტირებას მოახდენენ. ეს კი ციფრული ვალუტების ფასის მატებას გამოიწვევს.

ბრიტანულ მედიასთან საუბარში მან ასევე განაცხადა, რომ 2019 წელს ბიტკოინის ღირებულება 20.000 დოლარს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი