ჩინეთის მთავრობამ Binance-ის შანხაის ოფისი დახურა

0
1480

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ Binance-ის შანხაის ოფისი დახურა.

ცოტა ხნის წინ ჩინეთის ფინანსურმა ორგანოებმა ბირჟას გაფრთხილება გაუგზავნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტიდან ცოტა ხანში ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად შემცირდა. განსაკუთრებით კი ბიტკოინის ფასი შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსი 8.000 დოლარს ჩამოსცდა.

ამ ეტაპზე ოფისის დახურვის კონკრეტული მიზეზები არ არის ცნობილი.

მაისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance-ი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

როგორც ცნობილი გახდა, ბირჟიდან დაახლოებით 40.7 მილიონი დოლარი იყო მოპარული. ბირჟაზე თავდასხმის დროს უსაფრთხოების დარღვევის შესახებ სისტემამ მაშინვე მიიღო ინფორმაცია, თუმცა ჰაკერებმა 7.000 ბიტკონის მოპარვა მაინც მოახერხეს.

მომდევნო დღეებში მოპარული კრიპტოვალუტების შესახებ ინფორმაცია დაზუსტდა და დადგინდა, რო 7.070 ბიტკოინია მოპარული. ინციდენტის შემდგომ პერიოდში Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ სისტემა უკვე აღდგენაზე იყო პროგრამირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი