იტალიის ერთ-ერთი ქალაქი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
2131

იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომ სამხრეთ იტალიის პატარა ქალაქმა, კასტელინო დელ ბიფერნომ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვება დაიწყო.

კრიპტოვალუტას Ducati ეწოდება.

როგორც მედია წერს, ციფრული ვალუტის გამოშვება კოროვირუსული პანდემიის დროს ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

”ციფრული ვალუტის დახმარებით ჩვენ გადავწყვიტეთ ხარჯების შემცირება, რათა ადგილობრივმა ეკონომიკამ არსებულ ვითარებას გაუძლოს”,-განაცხადა ქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, Ducati სასურსათო პროდუქციის შესაძენად გამოიყენება.

ცნობილია ერთი Ducati-ს ღირებულება, რომელიც ერთ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აპრილის თვის დასაწყისში იტალიის “წითელმა ჯვარმა” დონაციის სახით კრიპტოვალუტით 32.000 დოლარი მიიღო.

იტალიის “წითელ ჯვარში” ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაახლოებით 32.000 დოლარი არის ჩარიცხული. აქედან დაახლოებით 22,000 აშშ დოლარი გამოიყენეს სამედიცინო განყოფილების მშენებლობის დასაფინანსებლად.

სამედიცინო დაწესებულება რომში აშენდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი