კრიპტობირჟა Bancor-ი უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს

0
1162

კრიპტოვალუტის ბირჟა, Bancor-მა უსაფრთოხების შემოწმების მიზნით თავის სისტემაზე “ჰაკერული” თავდასხმა მოაწყო.

კრიპტობირჟის პოსტის თანახმად, BancorNetwork-ის “ჭკვიანი კონტრაქტების” უახლესი ვერსია ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაცული.

გუნდმა გამოავლინა, რომ როგორც კი სისტემა დაუცველი დარჩა “ჭკვიანი კონტრაქტების” პროგრამა საფრთხის ქვეშ დადგა.

სისტემის ამგვარი სახით გამოცდა ნიშნავს, რომ “ჭკვიანი კონტრაქტების” ქსელზე უსაფრთოხების სისტემა უნდა გაძლიერდეს. ბირჟას აქვს ფუნქცია, რომ “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენებით მომხმარებლის დასტურის გარეშე კლიენტის ფინანსებზე წვდომა შესაძლებელი გახადოს.

აქედან გამომდინარე, Bancor-ისთვის “ჭკვიანი კონტრაქტების” დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Bitisis-ი ჩინელი ინვესტორების მოზიდვას ისახავდა მიზნად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბირჟა თაღლითური საქმიანობით იყო დაკავებული.

ამჟამად ჩინეთის პოლიცია ბირჟის საქმეს იძიებს. უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმაზე ოპერაციები მოულოდნელად შეჩერდა და მომხმარებლებს საკუთარ საფულეებზე წვდომის უფლება შეუჩერდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი