თურქული უნივერსიტეტი ამერიკული უნივერსიტეტის მხარდაჭერით Blockchain-ის ცენტრს გახსნის

0
1599

თურქეთის Bahçeşehir-ის უნივერსიტეტი ბოსტონის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მხარდაჭერით Blockchain ცენტრს გახსნის. ცენტრი ბოსტონის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტში გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა, Blockchain ლაბორატორია მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროკავშირისგან დაფინანსების მიღებას, რათა ხელი შეუწყოს თურქეთში Blockchain-ის განვითარებას.

თანამშრომლობის შესახებ კომენტირებისას, Bahçeşehir-ის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ენვერ იუსელმა განაცხადა, რომ მას ასევე სურს დაიწყოს Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები.

Blockchain ცენტრის დირექტორმა ბორა ერდარმმა კი დასძინა:

“Blockchain-ი პირდაპირ შეცვლის ლოჯისტიკის ყველა სექტორს, განათლებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას. ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ პროდუქტების მიწოდების გამჭვირვალობა და უსაფრთხოება”.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აგვისტოში მალტის უნივერსიტეტმა პარტნიორობა მალტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოსთან დაიწყო, რათა Blockchain და ლეჯერ ტექნოლოგიების სასტიპენდიო ფონდი შექმნილიყო. სასტიპენდიო ფონდის ღირებულება 300.000 ევრო იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი