კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2095

ვენესუელამ 20 თებერვალს ნავთობით გამაყრებული კრიპტოვალუტა პეტროს წინასწარი გაყიდვა დაიწყო. მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ Twitter-ზე დაპოსტა, რომ პეტროს ვაჭრობამ 735 მილიონ დოლარი შეადგინა. ვენესუელის მთავრობა გეგმავს კაპიტალი 6 მილიარდით გაიზარდოს, რაც ნიშნავს 100 მილიონი პეტროს გაყიდვას.

გარდა ვენესუელისა, ირანიც განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას.

ამასთანავე, კრიპტოვლუტა იძლევა ტრადიციული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. Bitwise Asset Management-ის ვიცე-პრეზიდენტი მეთ ჰოუგანი თამამად აცხადებს, რომ აბსოლუტურად ყველამ ინვესტიცია კრიპტოვალუტაში უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება კვირის მიმოხილვას:

ბიტკოინი

ექსპერტების ნაწილი წინა კვირას პროგნოზირებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ, ბიტკოინის ფასი დაეცემოდა კრიპტოვალუტა 9.500 დოლარის მაჩვენებელზე ჩამოვიდოდა. ანალიტიკოსების ვარაუდი გამართლდა და პარასკევს, 23 თებერვალს ბიტკოინის ფასი 9.736 დოლარზე დაბლა დაეშვა.

ფასი დაეცა, თუმცა არა უიმედოდ. ბიტკოინის პირველი გამოცდა იქნება 11.200 დოლარზე მომატება. იმ შემთხვევაში თუ, ბიტკოინი მოახერხებს 11.200 დოლარს ასცდეს, მაშინ შემდეგი მაჩვენებელი 12.200 დოლარი იქნება.

მომდევნო კვირას ტრეიდერებმა 10.300 დოლარის პოზიცია უნდა გამოიყენონ, ანუ კურსის დავარდნის შემთხვევაში, რომელიც 9.400 დოლარი იქნება, ამის შემდეგ განახორციელონ ინვესტიცია 10.300 დოლარის ფარგლებში. თუ კრიპტოვალუტა შეძლებს 11.200-ის ნიშნულამდე ასვლას, მაშინ მოსალოდნელია, რომ მომდევნო აღმასვლა 12.000 დოლარი იყოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სარისკო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, უმჯობესია დაკარგვა ჩვეული პოზიციის 50 პროცენტზე ნაკლები იყოს.

ბიტკოინ Cash

ბიტკოინ Cash-ის შემთხვევაშიც გამართლდა ექსპერტების ‘ნეგატიური” პროგნოზი. კრიპტოვალუტა 1.200-ით შემცირდა და 1.168 აშშ დოლარზე დაეცა.

ბიტკოინ Cash-ი ცდილობს 1.150 დოლარის ნიშნულზე გამყარდეს. თუ კრიპტოვალუტა ამ პოზიციას ვერ შეინარჩუნებს, მაშინ, სავარაუდოდ 854 დოლარზე დაეცემა.

პირველ რიგში, ბიტკოინ Cash-მა უნდა გადალახოს 1.400 დოლარის წინააღმდეგობა, რის შედეგადაც შეძლებს, რომ ფასმა 1.680 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ბიტკოინ Cash-ი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმაზე მეტად მერყეობს ვიდრე მოსალოდნელი იყო, ამიტომ ექსპერტები ტრეიდერებს კრიპტოვალუტის გასაძლიერებლად, ბიტკოინ Cash-ში ინვესტიციებისკენ მოუწოდებენ.

ეთერიუმი

ანალიტიკოსების პროგნოზი ეთერიუმის შემთხვევაშიც გამართლდა და კრიპტოვალუტა 780 დოლარამდე დაეცა. კვირის ბოლოს, პარასკევს ეთერიუმი 787 დოლარის ნიშნულის ქვემოთ ჩამოვიდა.

თუმცა, მაჩვენებელი ეთერიუმის შემთხვევაშიც დამაიმედებელია. კვირის განმავლობაში მთავარია ეთერიუმმა კრიტიკული ზღვარი გადალახოს, რის შემდეგაც თავისუფლად შეძლებს ფასის ზრდას.

ტრეიდერებს შეუძლიათ 850-დან 830 დოლარამდე ივაჭრონ, ეს მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტა კურსის თუნდაც მცირედიდ დაცემის შემდეგ მოიმატებს. ტრეიდერებმა გრძელვადიანი პოზიციები უნდა შეინარჩუნონ და ფასის ვარდნის შემთხვევაში კაპიტალდაბანდება 770 დოლარზე უნდა შეწყვიტონ.

მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე არის 1.000 ტრეიდერებმა უნდა აკონტროლონ ფასების მოძრაობა. იმ შემთხვევაში თუ, ეთერიუმის ფასი აიწევს, მაშინ ის 900 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

ეს არის სარისკო ვაჭრობა და ამიტომ მცირე დანაკარგის არსებობა ჯობს, ტრადიციული პოზიციის 50 პროცენტის დაკარგვას.

რიპლი

რიპლი დაეცა 0.95-ზე და 0.85112 დოლარზე ჩამოვიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რიპლი 0.87 დოლარზე შეძლებს გამყარებას. თუ რიპლი ამ მაჩვენებელს ვერ შეინარჩუნებს, მაშინ მისი ღირებულება 0.85 დოლარი იქნება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რიპლი შეეცდება 1.22961 დოლარის ნიშნულის მიღწევას. კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს რიპლის, რომ კურსი გააუმჯობესოს და ღირებულება 0.87-დან 1.23 დოლარამდე გაზარდოს.

ამჟამად, ექსპერტები ტრეიდერებს რიპლიში ინვესტირებას არ ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინი ხუთაშაბთს 210 დოლარის ნიშნულზე შეჩერდა. პარასკევს კი, 184 დოლარზე დაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლაიტკოინი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტა. ანალიტიკოსების აზრით, ლაიტკოინს აქვს შესაძლებლობა წინააღმდეგობების ზღვრები გადალახოს.

კურსის დაცემის შემთხვევაში ექსპერტების მოსაზრებით, ლაიტკოინი 200-დან 170 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. მაგრამ თუ, ლაიტკოინი წინააღმდეგობას დაძლევს მისი ფასი 240, შემდეგ კი 260 დოლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი