17 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1460

კვირას, 17 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში ფასების მკვეთრი მატება ან კლება არ დაფიქსირებულა.

ბიტკოინმა სამიზნე ფასს მიაღწია. კრიპტოვალუტის კურსმა 4.000 დოლარის ნიშნული დაიკავა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს, 16 მარტს ბიტკოინზე ვაჭრობა 4.048 დოლარზე დაიხურა. კვირას კი ციფრული ვალუტა ცდილობდა კურსი შეენარჩუნებინა.

ბიტკოინის მომატებული ფასი 2.4%-ით მეტია, ვიდრე ის კურსი, რომლითაც კრიპტოვალუტა კვირის დასაწყისში ვაჭრობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაცია 14.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1%-ით დაიკლო ალტკოინის კურსმა. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 141 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 3%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 140 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი