ვანკუვერში კრიპტოვალუტის გამოყენებით 15.000 კანადური დოლარია უკანონოდ მითვისებული

0
1341

კანადის სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ ქვეყანაში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევები გახშირდა.

განცხადების მიხედვით, თაღლითობის ფაქტებმა ვანკუვერში მოიმატა. ბოლო ინფორმაციით, თაღლითობის შედეგად ვანკუვერის ოლქის მაცხოვრებლებიდან კრიპტოვალუტის გამოყენებით 15.000 კანადური დოლარია უკანონოდ მითვისებული.

გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ჯერ არ არის ცნობილი უკანონო საქმიანობა ერთი ადამიანის მიერაა ჩადენილი თუ დანაშაულში თაღლითების ჯგუფია ჩართული.

აღსანიშნავია, რომ შარშან კანადაში, ქალაქ ვანკუვერში, ფულის გათეთრების პრობლემების გამო ბიტკოინის გადახდის ავტომატები აიკრძალა. ვანკუვერის მერმა, კენედი სტიუარტმა განაცხადა, რომ ბიტკოინის გადახდის აპარატების აკრძალვა რთული პროცესი იყო და ის ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდებოდა.

ვანკუვერის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი, დამნაშავეებმა ბიტკოინის გადახდის აპარატები არაკანონიერი საქმისთვის გამოიყენეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანადა კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. თუმცა ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობს რისკების მონიტორინგი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი