Avanti Financial-ი კრიპტო ბანკს დაარსებს

0
1043

Avanti Financial-ი 37 მილიონ დოლარს ინსტიტუციური კრიპტო ბანკის იდეის განსახორციელებლად აგროვებს.

Avanti Financial Group–მა, ცოტა ხნის წინ, საჯარო დაფინანსების პირველი რაუნდი დახურა. შედეგები კი უკვე ცნობილია.

ჯგუფმა საერთო ჯამში 44 მილიონი დოლარი შეაგროვა.

აქედან 37 მილიონი ინსტიტუციურ კრიპტო ბანკის შექმნას მოხმარდება. ციფრული ვალუტის ბანკის ეს პროექტი მიმართული იქნება მხოლოდ ინსტიტუციონალური ინვესტორებისკენ.

აღნიშნული დაფინანსების რაუნდის მონაწილეების სია საკმაოდ მრავალფეროვანი და მოცულობითია. აქ შევხვდებით ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Coinbase-ი, Binance-ი, Morgan Creek Digital-ი, Madison Paige Ventures-ი, AP Capital-ი, Susquehanna Private Equity Investments-ი, Trace Mayer-ი და ა.შ.

დაფინანსების რაუნდში ასევე მიიღო მონაწილეობა ვაიომინგის უნივერსიტეტის ფონდმაც.

შეგახსენებთ, რომ Avanti დაარსდა 2020 წელს, როგორც ვაიომინგის ბანკი, რომელიც ემსახურება შესაბამის მარეგულირებელს და ასრულებს ხიდის ფუნქციას ამერიკულ დოლარსა და ციფრული ვალუტის სექტორს შორის.

კომპანიამ ვაიომინგის შტატიდან პირველად მოიპოვა ბანკის ქარტიის სტატუსი 2020 წლის ოქტომბერში და იყო მეორე კრიპტო კომპანია, რომელიც ბანკი გახდა Kraken Financial-ის შემდეგ, რომელმაც ბანკის წესდება მიიღო იმავე წლის სექტემბერში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი