სინგაპური და კამბოჯა ურთიერთობების გამარტივებისთვის Blockchain-ს დანერგავენ

0
1522

სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპი, Limestone Network-ი კამბოჯის დედაქალაქის ცენტრში “ჭკვიანი სამეზობლოს” შენარჩუნების მიზნით Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს.

როგორც Tech in Asia იტყობინება, პნომპენში მდებარე 100 ჰექტარი მოიცავს საცხოვრებელ ფართებს, ოფისებს, საცალო ცენტრებს, სკოლებსა და მასშტაბურ საგამოფენო დარბაზს.

Limestone Network-ი შეიქმნა სინგაპურის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამარტივება.

როგორც ცნობილია, Blockchain-ის ქსელში პირადობის სისტემა შეიქმნება, რომელშიც სინგაპურის მაცხოვრებლებისთვის ციფრულ პასპორტები განთავსდება. ამის შემდეგ კი, გამგზავრება მობილური აპლიკაციის გამოყენებითაც კი გახდება შესაძლებელი.

თუმცა დარეგისტრირებამდე, მომხმარებლებმა უნდა გაიარონ შემოწმება, რაც მათ სისტემაში დარეგისტირებისთვის არის საჭირო.

შეგახსენებთ, რომ შარშან საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ Oxfam-მა კამბოჯაში ოფიციალურად დაიწყო Blockchain-ზე დაფუძნებული BlocRice-ის სისტემის შექმნა.

BlocRice-ი მიზნად ისახავს “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენებით ნიდერლანდებში ბრინჯის მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის გამჭვირვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

“პროექტის მიზანია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ევროპაში ბრინჯის ექსპორტისა და საცალო ვაჭრობის გამჭვირვალობა”,- განმარტა Oxfam-ის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი