ვენესუელა ინდოეთს პეტროს გამოყენების სანაცვლოდ ნავთობს 30%-იანი ფასდაკლებით მიჰყიდის

0
2351

ვენესუელა ინდოეთს ნედლ ნავთობს 30% -იან ფასდაკლებას მიჰყიდის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთი პეტროს გამოიყენებს.

ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა კრიპტოვალუტის ბირჟის Coincure-ის, აღმასრულებელი დირექტორი, მოჰიტ კალრასგან, რომელმაც Business Standard- ს განუცხადა, რომ ეს წინადადება გასულ თვეს ინდოეთში ვენესუელის Blockchain-ის დეპარტამენტის გუნდის მიერ იყო წარდგენილი:

“ისინი სხვადასხვა ქვეყნებში მიდიან და აკეთებენ შეთავაზებებს. შეთავაზება, რომელიც ინდოეთის მთავრობას გაუკეთეს ასე ჟღერდა: თქვენ პეტროს ყიდულობთ, ჩვენ კი ნავთობს 30%-იანი ფასდაკლებით გაძლევთ”,- აღნიშნა Coincure-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა.

Business Standard-ი იუწყება, რომ Coinsecure-ი ვენესუელის Blockchain გუნდთან მოლაპარაკებების შემდეგ ინდოეთში პეტროს გაყიდვას დაიწყებს.

ვენესუელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მათ ინდოეთში კერძო სექტორის მხრიდან პასუხი მიიღეს, – აღნიშნავს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები მრავალჯერ გააფრთხილა კრიპტოვალუტისგან თავი შორს დაეჭირათ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ინდოეთში კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი ოფიციალურად არამც თუ აკრძალულია, არამედ რეგულირებულიც კი არ არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი