იაპონიაში პოლიტიკური პარტიების კრიპტოვალუტით დაფინანსება აკრძალული არ არის

0
1573

სანაი ტაკაიჩიმ, რომელიც არის იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის შემოწირულობები ცალკეული პოლიტიკოსებისთვის ან პოლიტიკური პარტიებისთვის სულაც არ არის უკანონო საქმიანობა.

“როიტერის” მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ერთ-ერთ კონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით შემოწირულობა უკანონო ქმედება არ არის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში პოლიტიკური შემოწირულობის მიზნით ფულის გადარიცხვა ფასიანი ქაღალდებით იკრძალება. კრიპტოვალუტა კი ფასიან ქაღალდს არ წარმოადგენს.

თუმცა შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ შესაძლოა, კრიპტოვალუტის ამ ფორმით გადარიცხვა გარკვეულ რეგულაციებში მოექცეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბოლო განცხადების თანახმად, იაპონიაში კრიპტოვალუტის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ სამართალდამცავების ანგარიშების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ეროვნული პოლიციის სააგენტომ დაადგინა, რომ იაპონიის პოლიციამ 5.944 ანგარიში დაწერა კრიპტოვალუტის უკანონო გამოყენების შესახებ. ციფრული ვალუტის არაკანონიერი გამოყენება ძირითადად ფულის გათეთრებას ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი