კალიფორნიის შტატის ასამბლეა კრიპტოვალუტის რეგულირებისთვის კანონპროექტი შეიმუშავა

0
1019

კალიფორნიის შტატის ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი კრიპტოვალუტების ლიცენზირებისა და რეგულირებისთვის.

კალიფორნიის შტატის ასამბლეის კანონმდებლებმა მიიღეს ციფრული ფინანსური აქტივების კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც AB 2269. კანონპროექტი ახლა შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის, ხელშია, რომელსაც იგი ან აამოქმედებს ან ვეტოს დაადებს.

ეს კანონპროექტი მოითხოვს, რომ ციფრული ვალუტების ბირჟებს და კრიპტო კომპანიებს ჰქონდეთ მუშაობის ლიცენზია, რომელიც გაცემულია კალიფორნიის შტატის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტის მიერ. ლიცენზიის მიღმა ნებისმიერი ოპერაცია აკრძალული იქნება.

კანონპროექტი 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება კოლოსალური და ის 100,000 დოლარს შეადგენს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

ასამბლეის წევრმა ტიმოთი გრეისონმა (D-Concord), რომელიც აფინანსებდა კანონპროექტს, მანამდე განაცხადა, რომ ესმოდა კრიპტოვალუტების გარშემო არსებული მღელვარება.

”მე, მოხიბლული ვარ ბაზრის უნარით, დაეხმაროს მომხმარებლებს, იგრძნონ ძალაუფლება ფინანსური ინვესტიციების განსახორციელებლად და მონაწილეობა მიიღონ სისტემაში, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ფართო საზოგადოებისათვის დახურული იყო ხოლმე”,- აღნიშნა ტიმოთი გრეისონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი