ბრაზილიის მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა დაიხურა

0
1191

ბრაზილიის კრიპტოვალუტის ბირჟამ, XDEX-მა განაცხადა, რომ საქმიანობას აჩერებს. ლათინური ამერიკის უმსხვილესი ბირჟა გუშინ დაიხურა.

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ XDEX იწყებს დახურვის პროცესს. ბაზრის პროექციამ, კონკურენციამ და მარეგულირებლის მოთხოვნებმა შეამცირა პროექტის დასაწყისში არსებული წარმატების შესაძლებლობა”,-აღნიშნულია ბირჟის განცხადებაში.

კომპანია მიმართავს ასევე მომხმარებელასაც: განცხადების გამოქვეყნების დღიდან 30 დღემდე დაიხურება ანგარიშები.

”თანხის განაღდების მოთხოვნის გაკეთებისას თანხები გადაიგზავნება XDEX-ის რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე”,-ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის სამეფო ოჯახის შთამომავალი ლუის ფილიპ დე ორლეანს-ბრაგანზა, ქვეყანაში კრიპტოვალუტის რეგულაციის წინააღმდეგი იყო.

ორლეანს-ბრაგანზა, რომელიც ასევე არის დეპუტატი ბრაზილიის ეროვნულ კონგრესში, მონაწილეობდა კომისიის სხდომებში, რომელსაც ევალებოდა ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავება.

როგორც დეპუტატი აცხადებდა, კანონპროექტი კონგრესში უნდა განეხილათ მაშინ, თუკი იარსებებდა მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა იმის მაგალითი, რომ სახელმწიფო ჩაერია ისეთ საქმიანობაში, რაც მას არ ეხება.

“კარგი რეგულაცია არის ის, რაც მომხმარებელთა მოთხოვნისგან მოდის, როდესაც მომხმარებელი დაზარალებულია და სახელმწიფოს დაცვისკენ მოუწოდებს”,- აღნიშნავდა დეპუტატი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი