ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, რომელიც განსაკუთრებულად ეხება ვირტუალურ ვალუტებს.
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულაციები სხვა დანარჩენთან ერთად კომპანიისა და მომხმარებლის ურთიერობის წესებსაც მოიცავს. ახალი წესები განსაკუთრებით მიმართულია ფულის გათეთრების თავიდან ასარიდებლად.
კანონპროექტში აღნიშნულია: “ფინანსური აქტივის სერვისის განსაზღვრა გულისხმობს “ვალუტის მომსახურეობის” განსაზღვარას, რომელიც მოიცავს ფინანსური აქტივების მიერ განხორციელებულ ყველა აქტივობას და მომსახურებას”.
კანონპროექტი მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ზედამხედველობას.
“ვირტუალური ვალუტების საქმიანობის სამართლებრივი სტრუქტურის სრულყოფის მიზნით, ფულის გათეთრების თავიდან აცილებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ აუცილებელია მკაფიო ინსტრუქციების მიღება”,- განაცხადა იშაი ტრიფმა. იშაო ტრიფი საერთაშორისო გადარიცხვების სერვისის Moneynetint-ის აღმასრულებელი დირექტორია.
“ბიტკოინის ასოციაციამ რამდენიმე კვირით ადრე შეიტყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციის შესახებ. ჩვენ მივესალმებით მარეგულირებლის სწრაფ მოქმედებას, რომელიც საშუალებას მისცემს ამ სფეროს გამართულად მუშაობის საშუალებას”,- აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი მენი როზენფელდი.