ავსტრალიის მოქალაქე კრიპტო თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

0
1066

ავსტრალიის მოქალაქეს ორ წელზე მეტი ხნით ციხეში ყოფნა ემუქრება. საქმე კრიპტო დანაშაულს ეხება.

სამართალდამცავების ცნობით, 2018 წლის იანვარში ეჭვმიტანილმა 300.000 დოლარზე მეტი რიპლით მოიპარა.

Scamwatch-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ავსტრალიაში კრიპტოვალუტით თაღლითობის საფრთხეა გაზრდილია.

ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიამ განაცხადა, რომ თაღლითების მიერ ყველაზე მეტად 25-დან 34 წლამდე ასაკის ავსტრალიის მოქალაქები განიცდიან მიყენებულ ზარალს.

უნდა აღინიშნოს, რომ თაღლითური საქმიანობის შესახებ ავსტრალიის მარეგულირებელი სხვადასხვა განცხადებაში ამ საკითხზე თავის პოზიციას ყოველთვის აფიქსირებდა.

“ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, ისეთების როგორიცაა Blockchain-ი და ICO აქვს პოტენციალი, რომ რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს, მაგრამ რევოლუციას მოაქვს რისკიც … თაღლითები წარმოადგენენ საშიშროებას, როდესაც საქმე ნდობას ეხება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ თაღლითური ქმედებები თავიდან ავირიდოთ”,-აღნიშნა ერთ-ერთ განცხადებაში ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი