ირანის საბაჟო ადმინისტრაცია მაინინგის ტექნიკის იმპორტის წინააღმდეგი არ არის

0
1536

ირანის საბაჟო ადმინისტრაციას მაინინგის იმპორტულ ტექნიკაზე ლიცენზია არ გაუცია. მიზეზი მარტივია. მთავრობას ამ საკითხის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის პრეზიდენტის მოადგილემ ჯამალ აროუნმა განაცხადა, რომ სააგენტოს არ აქვს გაცემული ლიცენზიები ქვეყანაში მაინინგის იმპორტული მოწყობილობების შესახებ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ირანის საბაჟო ადმინისტრაცია ოფიციალურად აცხადებს, რომ თუ მთავრობა იმპორტიორთა სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ საკითხს, საბაჟი ადმინისტრაციაც დირექტივებს შეიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი მაინინგის ლეგალურ სტატუსზე მუშაობდა.

ირანის მთავრობამ აღმასრულებელი კანონის ზოგიერთი ნაწილი დაამტკიცა, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრიპტოვალუტის მაინინგი, მათ შორის ამ კანონით შესაძლებელი გახდება ბიტკოინის მაინინგიც.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ირანში ელექტროენერგია გაცილებით იაფია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით კი, მაინინგი ქვეყნის ეკონომიკას განვითარებაში დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი